მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 12:28 | 11.07.2019 ნანახია: 261
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ამბიცია ევროკავშირის წევრობაა და საქართველო არასდროს აარიდებს თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.
"მოგესალმებით საქართველოში რიგით მე-16 კონფერენციაზე სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა". აღნიშნული კონფერენცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს გამორჩეულად მაღალი დონის წარმომადგენლობის გამო, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს.
თუმცა, ასევე იმიტომაც რომ ის ევროკავშირისა და საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს ტარდება - პარტნიორობის წარმატებული ათწლეულის შემდეგ, დრო მოვიდა ჩვენს ურთიერთობაში ახალი მიმართულება დავსახოთ.
მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია მკაფიოდ ევროპულია: მედეას სამშობლო უძველეს მითოლოგიაში; ღვინის წარმოების აკვანი; ქრისტიანი ერი ახ. წ. მე-4 საუკუნიდან. ქვეყანა, რომელმაც დასაბამი მისცა ქალთა უფლებებს ახ. წ. მე-12 საუკუნეში ქალი მეფის მმართველობით და 1918 წლის პირველ საპარლამენტო არჩევნებში ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით.
ბუნებრივია, რომ ქვეყანას ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ისტორია ევროპულია.
ჩვენი პოლიტიკა ევროპულია: ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ეს მხარდაჭერა ურყევია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცვლილებებისა და ევროსკეპტიციზმის გარეშე.
ევროპაში გავრცელებულ ახლანდელ კონტექსტში, საქართველო გახდა ერთგვარი გამონაკლისი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ენთუზიასტი ქომაგი.
შიდაგანსხვავებულობით, თუ ესეთი არსებობს, ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია იზიარებს და მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ეს მტკიცე სწრაფვა გამოიხატა ჩვენს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც გასულ წელს მივიღეთ.
1990 წლიდან საქართველოს ბევრი რთული პერიოდი ჰქონდა. საბჭოთა 70 წლიანი ბატონობა, სახელმწიფოს აღმშენებლობა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ძალების აღდგენა 2008 წლის ომის შედეგად, რამაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ღია ჭრილობით ცხოვრება განაპირობა.
დემოკრატიის თანმიმდევრულ შექმნასთან ასოცირებული გამოწვევების გადალახვა.
ჯერ კიდევ სირთულეების პერიოდში, ერთი მახასიათებელი შეუცვლელი რჩება: ჩვენი ურყევი თავდადება კვლავ შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე თქვენი დახმარებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თხუთმეტი წლის წინ, ჩვენ შევუერთდით ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას. ათი წლის წინ, ჩვენ გავხდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი. ხუთი წლის წინ, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას.
ახლა კი, როგორც არასდროს, მჭიდრო კავშირებით ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და მთავარი ეკონომიკის დახმარებით ვაჭრობითა და ინტეგრაციით. ევროკავშირთან, როგორც ჩვენს უპირველეს სავაჭრო პარტნიორთან, ურთიერთობით ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყოველწლიურად იზრდება და მან გადაასწრო თურქეთსა და რუსეთს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა
- გახარიამ და ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
- მარია ზახაროვა განმარტავს, რატომ არ ჩამოდის თბილისში
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი - გიორგი გახარია
საზოგადოება
- პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი - პარლამენტი
- 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
- თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა
- საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
მსოფლიო
- აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს აშშ-ის სენატის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით
- ბორის ჯონსონმა ელისაბედ მეორეს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა
- გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- ბრიტანეთის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალი მოხვდა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ