ბათუმის კონფერენციაზე დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 11.07.2019
ნანახია: 679

ბათუმის კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხ:.

„მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია,“- ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსა და სხვა ერებისთვის წყალობა იყო.

"სსრკ-ის დაშლა არ ყოფილა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. დღეს საქართველოში მე მინდა განვაცხადო ხმამაღლა და მკაფიოდ - საბჭოთა კავშირის დაშლა წყალობა იყო ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებისთვის, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ასევე რუსებისთვი", - განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, ბათუმში XVI საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე