არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში, საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ - ხულორდავა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 10.07.2019
ნანახია: 797

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ვლადიმერ პურინის მიერ გუშინდელ კომენტარს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე.

"პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე. ჩვენ ვიცით რა არის სიმართლე. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან",- დაწერა ხულორდავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე