საქართველოში ანტირუსული აქციების ორგანიზებაში მატვიენკო აშშ-ს ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:34 | 10.07.2019
ნანახია: 820

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ანტირუსული აქციების ორგანიზებაში აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ მან საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 „როგორ შეიძლება, სხვაგვარად ავხსნათ ის ფაქტი, რომ საქართველოში მასობრივი გამოსვლები თბილისში, ბაიდენის სახელობის ცენტრის დირექტორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილის მაიკლ კარპენტერის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში დაიწყო. მან Twitter-ში დაწერა: „საქართველოში მხოლოდ სამი დღე გავატარე. დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებდეს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს“ და წერას იგივე სულისკვეთებით აგრძელებს“, - აღნიშნა მატვიენკომ.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიას  მესამე ძალა აწყობს. მისი თქმით, სხვადასხვა სახის პროვოკატორებს საქართველოში მკაცრი პასუხი უნდა გასცენ.

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კიდევ ერთი განხეთქილება არა მხოლოდ მისი ინიციატორების, არამედ მათ სინდისზეც იქნება, ვინც მის შედეგებს წინ არ აღუდგა“, - განაცხადა მატვიენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი  ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. დუმის დეპუტატების ინიციატივას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კი ვლადიმირ პუტინმა მხარი არ დაუჭირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე