ნინო ქათამაძეს, შესაძლოა, რუსეთში ჩასვლა აეკრძალოს

საქართველო, თბილისი - 13:39 | 10.07.2019
ნანახია: 919

ქართველ მომღერალს ნინო ქათამაძეს, რუსოფობიური გამონათქვამების გამო რუსეთში ჩასვლა უნდა აეკრძალოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

 „ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ მას რუსეთი სძულს, მაგრამ ამასთან, მაინც ჩამოდის აქ კონცერტების გასამართად და ფულს იღებს, ამორალური და ცინიკურია“, - განაცხადა პუშკოვმა ფედრეაციის საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, რუსეთმა თავის დროზე იმ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს  რუსეთში ჩასვლა აუკრძალა, მათ შორის უკრაინიდან, რომლებიც ანტირუსული და რუსოფობიური განცხადებებით გამოდიოდნენ.

 „გთვაზობთ ქათამაძეზე გავრცელდეს შეზღუდვები რუსეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, ასეთივე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმ პირებთან დაკავშირებითაც, მათი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად, რომლებიც რუსოფობიურ განცხადებებს გააკეთებენ“ - განაცხადა პუშკოვმა.

ნინო ქათამაძემ 30 ივნისს Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ უერთდება თბილისში ანტისაოკუპაციო აქციებს და რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე