რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია

საქართველო, თბილისი - 13:15 | 10.07.2019
ნანახია: 695

კრემლში დარწმუნებულნი არიან, რომ ადრე თუ გვიან რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგება, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოფნა კვლავ სახიფათოა“, - განაცხადა რუსეთის პრზეიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ ფრენების განახლება და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. მაგრამ დღეს, ამგვარი ძლიერი, ექსტრემისტული, რუსოფობიური გამოვლინებების ფონზე, არსებობს ობიექტური საშიშროება საქართველოში რუსი ტურისტების  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთის მხრიდან იძულებითი ღონისძიება იყო.

„სიტუაციას მონიტორინგს გავუწევთ და როდესაც გაჩნდება ნიშნები იმისა, რომ საქართველოში ვითარება ნორმალიზდება და რუსი ტურისტებისთვის რუსოფობიური გამოვლინებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხე გაქრება, სხვა გადაწყვეტილებების მიღების დროც დადგება“, - განაცახდა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელდა რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე