უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილმა ოდესის სასამართლოში ქალს ხელი მოსტეხა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 10.07.2019
ნანახია: 820

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, თავის მომხრეებთან ერთად ოდესის სასამართლოში შეჭრა სცადა. ამის შესახებ უკრაინული მედია უწყება.  ოდესაში „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

როგორც მედია წერს, სააკაშვილი სასამართლო დარბაზში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც ოდესის მოქმედი მერის მხარდამჭერებმა შეაჩერს. შედეგად შეობაში დაიწყო დაპირისპირება, ამ არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, ქალი წაიქცა და  ხელი მოიტეხა.

საბოლოოდ სამართლადამცავებმა სააკაშვილსა და მის მომხრეების სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

მიხეილ სააკაშვილი ოდესის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ეს ქალი სასამართლოდან გამოგვეკიდა. ის, ტრუხანოვის მხარდამჭერი ლოზუნგების თანხლებით, ისევე როგორც ტრუხანოვის სხვა მოსყიდული პირები, ოდესიდან ჩვენს გაძევებას ითხოვდა. ამასთან ერთად, ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომლებიც საერთო არ გამოიყურებოდა, როგორც მოტეხილი. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს ყოფილი ქარხნის, „კრაიანის“ უკანონო ყიდვაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ოდესის სასამართლომ მას ყველა ბრალდება მოუხსნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე