რუსეთის მთავრობაში გაითვალისწინებენ პუტინის რეაქციას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

საქართველო, თბილისი - 17:36 | 09.07.2019
ნანახია: 828

რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტში გაეცნენ სახელმწიფო დუმის მიმართვას ანტიქართული სანქციების შესახებ, თუმცა გაითვალისწინებენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებასაც. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ მინისტრის პრე-მდივანმა ოლეგ ოსიპოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთავრობაში გაეცნენ სახელმწიფო დუმის დეპუტატების მიმართვას. ამასთან დაკავშირებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც პრეზიდენტმა თქვა“, - აღნიშნა ოსიპოვმა.

ვლადიმირ პუტინმა დღეს ჟურნალისტებს განუცახდა, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია. „არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“,- აღნიშნა პუტინმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე