საქართველომ გერმანიის არმიის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია - პუტინი

საქართველო, თბილისი - 17:25 | 09.07.2019
ნანახია: 1616

საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობის ისტორია, თუ კი მას სურს დაალაგოს მათთან ურთიერთობები, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროს, საქართველომ აფხაზეთის ჩაყლაპვა სცადა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებლი ქართული სახელმწიფო.

 „1918 წელს, გერმანიის არმიის დახმარებით, საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდა ქართული არმია ოსეთში 1919-20 წლებში. ეს სწორედ ის არის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არ შეიძლება არასდროს ამის დავიწყება, თუ საქართველოს სურს დაალაგოს ურთიერთობა აფხაზ და ოს ხალხთან“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე