ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია

საქართველო, თბილისი - 16:38 | 09.07.2019
ნანახია: 926

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი  საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია. „“არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“, - განაცხადა პუტინმა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

 ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო. მისი თქმით, ანტირუსულ განწყობას ქვეყანაში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოო ჯამში ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს.

 რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს განიხილოს საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიზანშეწონილობა და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები რუსეთის პრეზიდენტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე