ესპანეთში, ხარების რბოლის დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 09.07.2019
ნანახია: 953

ამერიკელი და ბრიტანელი ტურისტები დაშავდნენ ესპანეთის ქალაქ პამპლონაში სან-ფერმინის დღესასწაულის აღნიშვნისას, ხარების რბოლის დროს.

ხარების რბოლა 2 წუთსა და 13 წამს გრძელდებოდა.

საავადმყოეფბში ამ დრომდე სამი ადამიანი რჩება. რბოლის დროს სულ 12 ადამიანი დაშავდა.

სან-ფერმინი პამპლონაში ყოველ წელს 6-14 ივლისს იმართება. ცხრა დღის განმავლობაში ტარდება ასობით სხვადასხვა ღონისძიება. ყველაზე ცნობილია ენსეოროსი - ქუჩებში ხარების რბოლა. მარშრუტი 875 მეტრს შეადგენს და რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა ხარები რამდენიმე ადამიანის დაზიანებას მაინც ასწრებენ. 1911 წლიდან ასეთი რბოლების შედეგად 16 ადამიანია დაღუპული. ბოლოს ლეტალური შედეგი 2009 წელს დადგა.

პამპლონა და მისი მფარველის სან-ფერმინისადმი მიძღვნილი დღესასწაული ცნობლი ერნესტ ჰემინგუეის რომანის „და აღმოხდების მზე“ წყალობით გახდა. ნაწარმოები მწერალმა 1926 წელს დაწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე