არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 14:50 | 09.07.2019
ნანახია: 716

ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე

პრეზიდენტმა საზოგადოებას შერიგებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება - საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა - კვლავ ძალაშია.

„მოვუწოდებ იმ ძალებს, რომლებსაც ასევე პატრიოტული ლოზუნგებით, საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვს. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა, დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს. ახალი საარჩევნო კoდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.

ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება.

„არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებით თუ უნებლიეთ, ამ ქვეყნის სტაბილურობას ე.ი. მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღრებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო, საფთრთხის ქვეშ ამყოფებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის, მივმართავ მათ ვინც უპასუხიმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე