ეგვიპტე Christie's-ის აუქციონზე გაყიდული ტუტანჰამონის ბიუსტის მოძებნაში დახმარებას ინტერპოლს სთხოვს

საქართველო, თბილისი - 14:27 | 09.07.2019
ნანახია: 966

ეგვიპტის ხელისუფლებამ ინტერპოლს დახმარების თხოვნით მიმართა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ლონდონის აუქციონზე, ქაიროს ნების წინააღმდეგ, ეგვიპტის ფარაონის ტუტანჰამონის ბიუსტი გაიყიდა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

ეგვიპტური მხარე იმედოვნებს, რომ ინტერპოლი მას არტეფაქტის ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმარება. ეგვიპტის ეროვნულმა კომიტეტმა უძველესი ნივთების რეპატრიაციის საკითებში, უკმაყოფილება გამოთქვა ტუტანჰამონის ბიუსტის გაყიდვის გამო, რადაგნ მისი განცხადებით, არ არსებობდა არანაირი დოკუმენტი მისი ეგვიპტიდან კანონიერად გატანის შესახებ.

გასულ კვირას ლონდონში, Christie's-ის აქუციონზე ტუტანჰამონის ბიუსტი გაყიდეს, რომელიც სამი ათასი წლისაა. ის 5,97 მლნ დოლარად გაიყიდა. აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე ქაირომ გამოთქვა ოფიციალური პროტსეტი არტეფაქტის გაყიდვის შესახებ და მოითხოვა ის აუქციონზე არ გაეტანათ. ეგვიპტის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უძველესი არტეფაქტი უკანონოდ გაიტანეს ლუქსორის, კარნაკის ტაძრიდან 1970-იან წლებში.

ათწლეულობის განმავლობაში ეგვიპტის ხელისუფლება აქტიურად იბრძვის ძეგლის დასაბრუნებლად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე