კრიტიკის ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და "რუსთავი 2" - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:34 | 09.07.2019
ნანახია: 711

კრიტიკის ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და არა „რუსთავი 2“ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგსა და ტელეკომპანიასთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია განხორციელდა „რუსთავი 2“-ის ხელით, მე არა მგონია, რომ ადრესატი თუნდაც აგრესიისა და კრიტიკის უნდა იყოს „რუსთავი 2“, ამ ყველაფრის ადრესატი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“.„ რუსთავი 2“-იც არის მხოლოდ განშტოება ამ პოლიტიკური ძალის. აქედან გამომდინარე, არასწორია, რომ ადრესატი არის ჟურნალისტი თუ ტელევიზია. ადრესატი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლესაც აქვს აბსოლუტურად მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე