ღვინო შეუძლიათ ნატოელ მოკავშირეებს გაუგზავნონ, ისინი ალბათ არაფერს გადაიხდიან - ალექსეი პუშკოვი

საქართველო, თბილისი - 13:08 | 09.07.2019
ნანახია: 672

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, რომ იგი იზიარებს დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოდან ღვინისა და სასმელი წყლის იმპორტის აკრძალვის შესახებ.

მისივე თქმით, ბოდიშების დრო დასრულდა.

„მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს ინიციატივას. ქართველებმა მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ, ანტირუსული გამოხტომების, რუსთავი2-ის პროვოკატორებისა და ჩვენს ტურისტებზე თავდასხმის გამო. თავიანთი ღვინო შეუძლიათ ნატოელ მოკავშირეებს გაუგზავნონ, ისინი ალბათ არაფერს გადაიხდიან“, - წერს პუშკოვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე