ორი აბიტიურიენტი სხვის ნაცვლად ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას - გამოცდების ეროვნული ცენტრი

საქართველო, თბილისი - 12:24 | 09.07.2019
ნანახია: 653

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ორი აბიტიურიენტი სხვის ნაცვლად ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს", - აცხადების გამოცდების ეროვნული ცენტრი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე