ბათუმში საახალწლო სამზადისი გრძელდება

საქართველო, თბილისი - 15:50 | 18.12.2015
ნანახია: 1535

ბათუმში საახალწლო სამზადისი გრძელდება. უკვე სრულდება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა ევროპის მოედანზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებში საახალწლო გარე განათების მონტაჟი.
აღსანიშნავია, რომ წელს ბათუმს განახლებული ნაძვის ხე და ახალი კონცეფციის შესაბამისად განათებული ქუჩები ექნება. ნაძვის ხეზე დამონტაჟდება მანათობელი ბურთები და სხვადასხვა ტიპის თბილ-ცივი განათება. ყველა ელექტრო აქსესუარი იქნება ლედ ნათების და დააკმაყოფილებს ჰერმეტულობის შესაბამის დონეს. ჯამში ქალაქს 27 დასახელების ახალი საახალწლო აქსესუარი დაამშვენებს. ქალაქის საზეიმოდ მორთვა 25 დეკემბრისთვის დასრულდება და და გაიმართება ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი.
დღეს ქალაქში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ და მერის მოადგილემ ალექსანდრე მითაიშვილმა დაათვალიერეს.
საახალწლო ნაძვის ხისა და აქსესუარების შეძენა-მონტაჟისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 419 999,96 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აჭარგანათება“ ასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე