რუსეთის ხელისუფლებას გიორგი გაბუნიასთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვისკენ მოუწოდებენ

საქართველო, თბილისი - 15:57 | 08.07.2019
ნანახია: 1189

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი სულთან ხამზაევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიმართავს და სთხოვს, რომ „რუსთავი 2“-ის წამყვანს გიორგი გაბუნია „შავ სიაში“ შეიყვანოს და სამუდამოდ რუსეთში ჩასვლა აუკრძალოს.

 „გთხოვთ განიხიოლთ „შავ სიაში“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეყვანისა და მისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამუდამოდ შესვლის აკრძალვის საკითხი. მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას და საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ ბოდიში მოიხადონ აღნიშნული პროვოკაციისთვის“, - ნათქვამია ხამზაევის მიმართვაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე