ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა მინსკში შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 08.07.2019
ნანახია: 720

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვედრა მინსკში შესთავაზა.

 „ვფიქრობ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო სიხარულით მიგვიღებს“, - განაცხადა მან.

უკრაინის ლიდრმა აღნიშნა, რომ სამიტში ასევე მონაწილეობა უნდა მიიღონ დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა, ტერეზა მეიმ და ანგელა მერკელმა.

„უნდა ვისაუბროთ? დიახ. მოდით განვიხილით, ვისია ყირიმი და და ვინ  არ არის დონბასში“, - დააზუსტა თემა ზელენსკიმ.

ინიციატივა წარმოიშვა უკრაინულ და რუსულ ტელეარხებს შორის ტელეხიდის მოწყობის დააანონსების შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცახადა, რომ მოსკოვში აღნიშნულ საკითხს განიხილავენ და დაამატა, რომ საჭიროა გაირკვეს, აქვს თუ არა ასეთ დიალოგს პერსპეტქივა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა ტელეკომპანია „ნიუს ვანმა“ (NewsOne) რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანია „რასია 24-თან“ დაგეგმილი ტელეხიდი გააუქმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე