სააკაშვილი სასტიკად, ცინიკურად, ნებისმიერ ფასად ეცდება ხელისუფლებისკენ სვლას - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 08.07.2019
ნანახია: 744

ყველა, ქართველ ჟურნალისტთან დაკავშირებული ისტორიის კომენტირებას მთხოვს. ოფიციალური კომენტარი რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზეა. რა შემიძლია გითხრათ - ეს საქართველოს უბედურებაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მთლიანად სიტუაციაზე რომ ვისაუბროთ, ყველა საუბარი საქართველოს „ტრადიციის“ შესახებ - მხოლოდ საუბრებია. ტრადიციები, რომლებიც შესაძლოა, ყოფილიყო საფუძველი, ფარი ქვეყნისა და ხალხისთვის იქ, სადაც კანონები ჯერ კიდევ არ მუშაობს, დღეს, სამწუხაროდ არ არსებობს. არის ფოლკორი, კოლორიტი, მეტი არაფერი. აქ არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან „საქართველო -ეს ევროპაა“ და მაშინ უმკაცრესი კანონები აღსრულდება,  ან ტრადიციების აღდგენა, რომელიც მას დაარეგულირებს. დღეს არც ერთია და არც მეორე.

დიადი ხალხი, დიადი ტრადიციები, დიადი კულტურა კი უსაქმური პოლიტიკოსების მძევალი გახდა.

სააკაშვილს დაეწყო წინასაარჩევნო კამპანია. ის არც შეწყვეტილა. მაგრამ დღეს სტარტი აიღო ფაზამ „უკანასკნელი ბრძოლა“. ყველანაირი გზით ის ეცდება ხელისუფლებისკენ სვლას. სასტიკად, ცინიკურად, ნებისმიერ ფასად. საზოგადოების ტოტალური გახლეჩვის ფასადაც კი. „რუსთავი 2“ მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია. მარგინალიზაცია არ აშინებს. ის ასევე ელემენტია უპრინციპო ბრძოლის. ვფიქრობ, რომ საინფორმაციო კამპანიის ძირითადი ნაწილი, როგორც ეს უკრაინაში იყო, იქნება პუტინთან ცალმხრივი რიტორიკა.

ყველაფრის მიუხედავად, მჯერა საქართველოს აღორძინების. რადგან ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ინტელექტუალური და ფიზკური შრომით თავის ერს დიდებას მოუტანენ“, - წერს მარია ზახაროვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე