ეს ინციდენტი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რისკენ მივყავართ თავაშავებულ რუსოფობიას - რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგს ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 13:57 | 08.07.2019
ნანახია: 691

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ს წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ უცენზურო გამონათქვამს ეხმიანება.

„კატეგორიულად ვგმობთ უპრეცენდენტო, მდაბიო მიუღებელ თავდასხმას, უცენზურო გამონათქვამებით, რუსეთის მთავრობის მიმართ, რომელიც ქართულმა ტელეკომპანია რუსთავი2“-მა მოაწყო. განვიხილვათ მას, როგორც კიდევ ერთ ღია პროვოკაციად ქართული რადიკალური ძალების მხრიდან, რომელიც მიმართულია რუსულ-ქართული ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ. ეს ინციდენტი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რისკენ მივყავართ თავაშავებულ რუსოფობიას.

აღვნიშნავთ, რომ ამ ჯერზე, 20 ივნისს რუსეთის პარლამენტის დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას რადიკალების გამართლება არ უცდია, მათ იპოვეს თავის თავში ძალა, რომ გამიჯნულიყვნენ პროვოკაციას და დაეგმოთ მათი ქმდება. ასევე ვხდავთ, სამართლიან  აღშფოთებას, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა.

ველით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ჟურნალისტთა საზოგადეობის მხრიდან. გამოხატვის ასეთ ფორმას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყნებში", - ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე