ეს საქართველოს უბედურებაა - მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას შესახებ

საქართველო, თბილისი - 13:24 | 08.07.2019
ნანახია: 906

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოსვლა დაგმეს. ამის შესახებ კომენტარი რადიო „გოვორიტ მოსკვასთან“ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

 „ეს საქართველოს უბედურებაა“, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ზახაროვამ.

გუშინ გიორგი გაბუნიამ გადაცემის დაწყებისას პუტინს უცენზურო სიტყვებით რუსულ ენაზე მიმართა. მან პუტინს მყრალი ოკუპანტი უწოდა და განაცხადა რომ ულამაზეს ქართულ მიწაზე პუტინისა და მისი მონების ადგილი არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე