საბერძნეთის პარლამენტის არჩევნებზე ოპოზიციური კონსერვატიული პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 12:15 | 08.07.2019
ნანახია: 695

საბერძნეთის პარლამენტის არჩევნებზე ოპოზიციური კონსერვატიული  პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს.  

ხმების 99,83 პროცენტის დათვლის შემდეგ „ახალი დემოკრატები“ ამომრჩეველთა ხმების 39,85 პროცენტს აგროვებს და 300-ადგილიან პარლამენტში 158 მანდატს იღებს. მმართველი კოალიცია ხმათა 31,53 პროცენტის მიღების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. მას პარლამენტში 86 მანდატი ექნება.

პრემიერ მინისტრმა ალექსის ციპრასმა ოპოზიციის ლიდერს კირიაკოს მიცოტაკისს გამარჯვება უკვე მიულოცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე