უპასუხისმგებლობა იყო გუშინდელი P.S და მთავრობისთვის საჩუქარი - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 12:00 | 08.07.2019
ნანახია: 747

პარლმანეტის წევრი, „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია გადაცემა პოსტსკრიპტუმს ეხმიანება, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი თქმით, ჟურნალისტურ სტანდარტებს რომ თავი დავანებოთ, უპასუხისმგებლობა იყო გუშინდელი P.S და მთავრობისთვის საჩუქარი.

“ასეთ ბინძურ ძალასთან ბრძოლაში, როგორიც ქართული ოცნებაა, ნებისმიერი უპასუხისმგებლობა ძვირად გვიჯდება და გვაზარალებს. ჟურნალისტურ სტანდარტებს რომ თავი დავანებოთ, უპასუხისმგებლობა იყო გუშინდელი P.S და მთავრობისთვის საჩუქარი.

მაგრამ, მთავრობა, ტყუილად გგონიათ, რომ თქვენი ბინძური ტრიუკებით პროტესტს ჩაახშობთ და თვალების დათხრაზე პასუხისმგებლობას გაექცევით სადმე. თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას და პრიზი გუშინ მათ დაიმსახურეს. ბევრი პრიზი შეგხვდებათ კიდევ. ის "სტუდენტებიც" დაჯილდოვდებიან, აქციებზე ჯებირთან რომ იდგნენ - სტუდენტი ვარ, სიტყვით გამოსვლა მინდაო, რომ გაიძახოდნენ და გუშინ უმალ რუსთავი 2- თან "ლიდერობდენ". ვერ მოიგებთ სიბინძურით და კიდე უფრო მტკივნეული იქნება თქვენთვის“, - ამბობს ხოშტარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე