რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გაყინოს - დუმის დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 11:54 | 08.07.2019
ნანახია: 692

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-სი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გაყინოს.

 „ქართული ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით , იმდენად ღმად დაეშვა ფსკერზე, რომ გასაკვირი აღარაფერია. დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო პერსონაჟი გაბუნია, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. როგორც ჩანს, პაუზა პირდაპირი რეისების გაუქმებიდან დღემდე გაჭიანურდა. გაგრძელება იქნება“, - წერს პრიმაკოვი Telegram-ში.

დუმის დეპუტატი წუხილს გამოთქვამს, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი სქართველო დაზარალდება. „მაგრამ ასეც იქნება. ამასთან, შემდეგში ყველაფერი უფრო ემოციის გარეშე ჩაივლის, ავტომოპასუხის რეჟიმში. ამაზრზენი საქციელი - სანქცია, ისევ ამაზრზენი საქციელი - ისევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, ვიდრე არ გამომუშავდება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში სასარგებელო პირობითი რეფლექსები“, - წერს დუმის დეპუტატი.

პრიმაკოვი წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა გაიყინოს.

 „ყინვა აჯანსაღებს. უცნაურია, მხოლოდ ის, რომ ამით ცდილობენ იდავონ ქართველმა ტურბო-პატრიოტებმა, რადგან ისინი ყველაზე მეტს ყვირიან „დაანებეთ თავი საქართველოს, მოგვეცით გაყრის საშუალება“, - „დიახ, დაგვარწმუნეს, აი, აღარ ჩამოვალთ თქვენთან. აღარ ვიფრენთ, გაცურეთ თქვენ თვითონ“, - უხ, თქვე წყეულო მტრებო, ეს როგორ შეგიძლიათ“. შეგვიძლია. ეს ჩვენ არ გვახარებს. ბოროტი განზრახვაც არ გვაქვს. ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხაროა, მაგრამ აუცილებლია, როგორც ჩანს,“- წერს პრიმაკოვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე