არ დავიღლებით, აქედან მივდივართ ვერის ბაღში - შსს-თან ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები მაინც შეიკრიბნენ

საქართველო, თბილისი - 10:57 | 08.07.2019
ნანახია: 645

თბილისი პრაიდის გადადების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები მაინც შეიკრიბნენ.

ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ე.წ. "ღირსების მარში" თბილისში არასდროს შედგეს.

„არანაირი პრაიდი საქართველოში არასდროს არ ჩატარდება. რახან იყო დაანონსებული,რ ომ აქ აპირებდნენ დღეს დილას შეკრებას მოვედით. ჩვენ არ დავიღლებით. აქედან მივდივართ ვერის ბაღში. ვერის ბაღში მოვა მრავალი ჩვენი მხარდამჭერი. დაველოდებით სანამ ისევ დააანონსებენ და მაინც არ ჩავატარებინებთ,“-ამბობს ვასაძე.

დღის ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვასაძე ამბობს, რომ თუ პოლიციის კორდონი იქნება, ისინი მას გაარღვევენ, მონაწილეებს კი გამოათრევენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე