"რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 08.07.2019
ნანახია: 751

რამდენიმე საათიანი პაუზის შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, 07:30 საათიდან განაახლა. მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომპანია არ განაახლებდა მაუწყებლობას, ვიდრე „არხის უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული“. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-თან აქცია არის ხელისუფლების მართული და პირდაპირი მცდელობა არხში შეჭრისა და ხელში ჩაგდების.

მაუწყებლობა წუხელ შეწყდა და ეთერი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იყო გათიშული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე