პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:34 | 05.07.2019
ნანახია: 772

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ  შემუშავებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ პარლამენტის დადგენილების პროექტით, მივიჩნევთ რომ უნდა წარიმართოს დროული, გამჭვირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე პასუხი გაეცეს, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობის საკითხს და გამოვლენილი იყვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები, ასევე უნდა იყოს გამოძიებული სრულად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა. დადგენილების პროექტი 10 პუნქტიანია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე