მიმიფურთხებია, იცოცხლებ, თუ მოკვდები - დუბაის შეიხი გაქცულ ცოლს მიმართავს |ფოტო

საქართველო, თბილისი - 12:06 | 05.07.2019
ნანახია: 1591

 

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ მინისტრი, შეიხი მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქთუმი ევროპაში ცოლის - ჰაიას გაქცევის ფაქტს, საჯაროდ პირველად ეხმიანება.

მომხდარზე მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქთუმი ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი ლექსის სახით, პრინცესა ჰაიას შესახებ.

 „ზოგიერთ შეცდომას ღალატად მიიჩნევენ. შენ გაქრი და მიღალატე.   შენ გაყიდე ყველაზე სანუკვარი - ჩემი ნდობა და ამით აჩვენე შენი შეჭმარიტე სახე. შენი ადგილი ჩემს გვერდით აღარ არის. მიმიფურთხებია, იცოცხლებ, თუ მოკვდები“, - წერს დუბაის შეიხი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მუჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქთუმის მეექვსე ცოლი, იორდანიის მეფის აბდალ მეორის და, პრინცესა ჰაია ორ შვილთან - 11 წლის ქალიშვილთან და 7 წლის ვაჟთან ერთად გერმანიაში გაიქცა და თან 39 მლნ დოლარი გაიტაცა. გერმანიიდან ის ლონდონში გადავიდა.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, პრინცესა შვილებთან ერთად კენსინგტონის სასახლის სიახლოვეს, თავის სახლში დაბინავდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ 107 მლნ დოლარად ქმრისგან მალულად შეიძინა.

BBC-ის ინფორმაციით, პრინცესა ქმრისგან იმიტომ გაიქცა, რომ საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ცდილობდა. მან ცოტა ხნის წინ შეიტყო, დუბაის შეიხის ერთ-ერთი ქალიშვილის ლატიფას სამშობლოში იძულებით დაბრუნების დეტალები. ლატიფა გასულ წელს ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ის დააკავეს და ახლა 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე