ტერეზა მეი პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ პარლამენტიდან წასვლას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 17:10 | 03.07.2019
ნანახია: 820

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ პარლამენტიდან წასვლას არ აპირებს, ამის შესახებ მან პარლამენტში ტრადიციულ კითხვა-პასუხის სესიაზე განაცხადა.

ის, რომ მეი პარლამენტს დატოვებდა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სერ ვინს კეიბლმა განაცხადა.

 „არა, მისი წინასწარმეტყველება მცდარია, ის ცდება ფაქტებში, ტიპიური ლიბერალ-დემოკრატია, ყველაფერში ცდება“, - განაცხადა მეიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ მისი წინამორბედი დევიდ კემერონი გადადგომის შემდეგ პარლამენტიდანაც წავიდა.  

მეიმ უფლებამოსილება ახალ პრემიერს 24 ივლისს უნდა გადასცეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე