რუსეთი ევროსაბჭოს დავალიანების გადახდას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 03.07.2019
ნანახია: 716

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სულუცკიმ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მიმართ რუსეთს 2017-2018 წლების დავალიანება არ აქვს, რადგან ამ პერიოდში ევროსაბჭოს ინსტიტუტებში არ მუშაობდა.

მისი თქმით, რუსეთის მონაწილეობის გარეშე აირჩიეს ევროსასამართლოს მოსამართლეთა 70 პროცენტი და  უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

„როგორც მესმის, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის 2019 წლის საწევროს და ბუნებრივია, არ ვიხდით იმ პერიოდის დავალიანებას, რა დროსაც ჩვენ ევროსაბჭოში არ ვყოფილვართ“, – განაცხადა სლუცკიმ

2017-2018 წლებში რუსეთის დავალიანება 55 მილიონ ევროს შეადგენს. მანამდე რუსეთმა ევროსაბჭოს 2019 წლის საწევრო გადასახადი 33 მილიონი ევრო დაფარა.

რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს. მას ჩამოერთვა ხმის მიცემისა და ევროსაბჭოს ინსტიტუტებში მუშაობის უფლება.

2019 წლის 26 ივნისს ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციის ყველა ეს უფლებამოსილება აღუდგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე