ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიელი დავიდ სასოლი აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 15:52 | 03.07.2019
ნანახია: 905

ახალი მოწვევის ევროპარლამენტის თავმჯდომარედ ორი წლითა და 6 თვით იტალიელი სოციალ-დემოკრატი დავიდ სასოლი აირჩიეს.

განმეორებითი კენჭისყრის შედეგად მან 345 ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის სასოლს 334 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი ფლორენციელია. ის ევროპარლამენტის დეპუტატია 2009 წლიდან. ახალ თანამდებობამდე სასოლი ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე