გასული ივნისი მსოფლიო მასშტაბით, ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 03.07.2019
ნანახია: 860

გასული ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე აღმოჩნდა მთელს მსოფლიოში. ამის შესახებ Independent-ი ევროპელ სპეციალისტებზე დაყრდნობით იუწყება.

სპეციალისტების შეფასებით, 2019 წლის ივნისში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე გასული წლების ანალოგიურ პერიოდში.

აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ივნისში ჰაერის ტემპერატურა წინა წლებთან შედარებით 0,1 გრადუსით მაღალი იყო.

ამის გარდა, ევროპაში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე 2 გრადუსით მეტი დაფიქსირდა. ამასთან, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში ტემპერატურის მაჩვენებელმა ნორმაზე 10 გრადუსით მაღალი შეადგინა.

გასულ კვირას ძლიერი სიცხე დაფიქსირდა ევროპის რიგ ქვეყნებში, ყველაზე მეტად ის ესპანეთსა და საფრანგეთს შეეხო.

საფრანგეთის სამხრეთით, პარასკევს ისტორიაში ჰაერის ყველაზე  მაღალი ტემპერატურის რეკორდი დამყარდა. კარპენტრას კომუნაში დღის განმავლობაში 45,1 გრადუსი დაფიქსირდა. მანამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 44,1 გრადუსს არასდროს აღემატებოდა. ასეთი ტემპერატურა 2003 წლის 12 აგვისტოს სამხრეთ საფრანგეთში გარის პროვინციაში დაფიქსირდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე