არაბი პრინცი და ცნობილი დიზაინერი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 03.07.2019
ნანახია: 1034

შარჯის საამიროს მმართველის ვაჟი ჰალიდ ბენ სულთან ალ ქასიმი 39 წლის ასაკში დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა. იუწყება The Sun-ი.

გამოცემის ცნობით, მოდის ბრენდის Qasimi-ს მფლობელი ლონდონში აღესრულა.

როგორც აღნიშნულია, შარჯის მმართველის შეიხ სულთან ბენ მუჰამედ ალ ქასიმის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ჰალიდ ბენ სულთან ალ ქასიმის გარდაცვალების გამო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გლოვა გამოცხადდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე