ტრიპოლში მიგრანტების ბანაკის დაბომბვის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 03.07.2019
ნანახია: 749

სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, მიგრანტების ბანაკის დაბომბვის შედეგად.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულები არიან მიგრანტები აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიბიის ეროვნული არმიის შეიარაღებულმა ძალებმა ხალიფ ჰაფთარის მეთაურობით ტრიპოლში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ არ მიუახლოვდნენ სამხედრო ობიექტებს.

ხალიფ ჰაფთარმა ტრიპოლის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ტერორისტებისგან გათავასუფლება“ 4 აპრილს დაიწყო. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილნა სამხედრო ფორმირებებმა საპასუხო ოპერაცია „რისხვის ვულკანის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ტრიპოლში საომარი მოქმედებების შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 740 ადამიანი დაიღუპა 4 400-ზე მეტი კი დაიჭრა.

ლიბიაში 2011 წელს მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. აღმოსავლეთ ნაწილში ზის არჩეული პარლამენტი, დასაველთს კი დედაქალაქში მდებარე გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა განაგებს. ქვეყნის აღმოსაველთ ნაწილის ხელისუფლება მოქმედებს ტრიპოლისგან დამოუკიდებლად და ლიბიის ეროვნულ არმიასთან თანამშრომლობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე