თუ რუსეთს აგრესორად მიიჩნევთ, კეთილი ინებეთ და თქვენი ღვინო სხვა ქვეყნებს მიყიდეთ - ჯაბაროვი ქართველებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 21:01 | 02.07.2019
ნანახია: 869

რუსეთმა საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციები უნდა შემოიღოს, კერძოდ აკერძალოს ქართული ღვინის იმპორტი, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა ჟურნალისტებს განუცხადა. “საქართველო ეს პატარა ბავშვი არ არის, რომელსაც არაფერი ესმის, იჭირვეულა და უნდა ვაპატიოთ. უკვე 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. მიმაჩნია, რომ უნდა მივიღოთ ზომები, დავაწესოთ სანქციები, სრულებით არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა. რატომ ვამბობთ ამას? ყველას ეღიმება, როდესაც ასეთ ინფორმაციას კითხულობს. ჩემი აზრით, უნდა ვუთხრათ მათ, რომ რადგან საქართველო მოიქცა არამეგობრულად, ჯერჯერობით არ გვსურს მასთან სავაჭრო ურთიერთობა. არ გვინდა, რომ თქვენ ჩვენს ხარჯზე ფული იშოვოთ. თუ თქვენ რუსეთს აგრესორად მიიჩნევთ, კეთილი ინებეთ და თქვენი ღვინო ან სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებს მიყიდეთ”- განაცხადა ჯაბაროვმა პრესკონფერენციაზე. მისი აზრით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო ეკონომიკური შედეგები უნდა იგრძნოს. “ თუ ქვეყანა ვერ მიხვდება, ამით რა დაკარგა, მომავალშიც იგივეს გაიმეორებს. რუსეთში ქართული ღვინის ბაზარი - ეს მიზერულია. ეს ნიშა წამიერად შეივსება ჩილეს, ფრანგული და იტალიური ღვინოებით, ჩვენც კარგი ღვინო გვაქვს”- აღნიშნა ჯაბაროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს არა ქართველი ხალხის, არამედ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე