Brexit-ის პარტიამ ევროკავშირის ჰიმნს ზურგი აქცია

საქართველო, თბილისი - 17:28 | 02.07.2019
ნანახია: 702

დღეს სტრასბურგში ახალი მოწვევის ევროპარლამენტის პირველი სესია გაიხსნა, რომელმაც პროტესტისა და უთანხმოების ფონზე ჩაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პირველ სესიაზე შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი. სესიაზე დიდი ბრიტანეთის Brexit-ის პარტიამ, პროტესტის ნიშნად ჰიმნის შემსრულებლებს ზურგი შეაქცია. მათი თქმით, ისინი “სხვა ქვეყნის ჰიმნს უნდა წამოუდგნენ ფეხზე”.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის გარეთ აქცია გაიმართა. დემონსტრანტები 3 კატალონიელი სეპარატისტის პარლამენტში დაბლოკვას აპროტესტებდნენ.

შეგახენებთ, რომ დღეს ევროკავშირში, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელებს არჩევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე