სააპელციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა - გია ბარამიძე

საქართველო, თბილისი - 15:57 | 02.07.2019
ნანახია: 801

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნიკა მელიამ არა მარტო უნდა აცნობოს პროკურატურას სახლიდან გასვლის შესახებ, არამედ ნებართვაც უნდა მიიღოს პროკურორებისგან, რომ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა , -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბაარმიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ ივანიშვილზე დაქვემდებარებული სასამართლოსგანაც კი გასაკვირია, გადაწყვეტილება, რომელიც ნიკა მელიას საქმეზე დატოვა ძალაში მოსამართლემ. 

მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ ივანიშვილზე დაქვემდებარებული სასამართლოსგანაც კი გასაკვირი არის, რა გადაწყვეტილებაც დატოვა ძალაში მოსამართლემ. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქარველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტის წევრს რაღაცნაირად შეიძლება შეეზღუდოს უფლებამოსილება. ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ არა მარტო უნდა აცნობოს პროკურატურას სახლიდან გასვლის შესახებ, არამედ ნებართვაც უნდა მიიღოს პროკურორებისგან, რომ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ეს თავიდან ბოლომდე ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. ნიკა მელიამაც თქვა, რომ აუცილებლად განახორციელებს თავის საპარლამენტო უფლებამოსილებას და არანაირ ნებართვას პროკურატურისგან ამის გამო არ ითხოვს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე