დუბაის მმართველი შეიხის გაქცეული ცოლი, სავარაუდოდ, ლონდონში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 15:40 | 02.07.2019
ნანახია: 1322

ბრიტანული გაზეთის Times-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრის, დუბაის მმართველის შეიხ მუჰამედ ბენ რაშიდ ალ მაქთუმის გაქცეული ცოლი, შესაძლოა, ლონდონში იმყოფებოდეს.

გამოცემის ცნობით, პრინცესა ჰაია ბინთ ალ- ჰუსეინი შესაძლოა იმყოფებოდეს 86 მლნ ფუნტი სტერლინგის ღირებულების სახლში, რომელიც კენსინგტონის სასახლის სიახლოვეს მდებარეობს. ეს სახლი, სავარაუდოდ, პრინცესამ თავისი ქმრის გარეშე 2017 წელს შეიძინა.

როგორც ტაბლოიდი Sun-ი წერდა, პრინცესამ ქვეყნიდან გაქცევისას დიდი რაოდენობით თანხა გაიტაცა. გამოცემის ცნობით, პრინცესა ჰაია ბინთ ალ-ჰუსეინი საჯაროდ თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. გავრცელებული ცნობით, ის 11 წლის ქალიშვილთან და 7 წლის ვაჟთან ერთად არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან გერმანიაში გაიქცა, სადაც თავშესაფარი ითხოვა და განქორწინებაზე დიკუმენტები მოამზადა. ასევე გავრეცლებული ცნობით, პრინცესამ ქვეყნიდან 39 მლნ დოლარი გაიტაცა.

როგორც Sun-ი იუწყება, პრინცესას ქმედებამ არაბთა გაერთაინებულ საემიროებსა და გერმანიას შორის დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. ზოგიერთი მონაცემით, პრემიერ მინისტრმა გერმანიის ხელისუფლებას ცოლისა და შვილების გადაცემა მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსმ პრინცესას მიერ თხოვნა თავშესაფრის შესახებ  არ დაადასტურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე