სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 15:18 | 02.07.2019 ნანახია: 1087სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წაემომადგენლის, ნიკა მელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისს სააპელაციო საჩივრით მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისს მიღებული განჩინების გაუქმების და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ასევე საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკანორ მელიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა ნიკანორ მელიას მიმართ საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვის ღონისძიებების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დასაშვებად ცნო წარმოდგენილი საჩივრები და მიუთითა, რომ ნიკანორ მელიას ადვოკატის საჩივარი ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჭიროებდა საჩივრის ფარგლებისა და მოთხოვნის დაზუსტებას. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას ადვოკატმა მოითხოვა მხოლოდ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიების გაუქმება და არ გაასაჩივრა აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი მხარეებს უფლებას აძლევს, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომელიც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებას, შეცვლას ან გაუქმებას.
საქართველოს სისხლის სამართლის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების სახეების ჩამონათვალს. ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებული ვალდებულებები კი არ წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების სახეს და მისი აღკვეთის ღონისძიებებისგან განყენებულად გასაჩივრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლო შესაბამისად ვერ იმსჯელებდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ასევე არ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის სააპელაციო საჩივარი, რითაც უარი ეთქვა საქართველოს გენერალური პროკურორს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნაზე და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი, რომლის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას“, – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა