თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, ისრაელი ნახევარ საათში აღარ იარსებებს - ირანელი დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 15:05 | 02.07.2019
ნანახია: 983

ირანის პარლამენტის ბირთვული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარენ მოჯაბა ზონურმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან  თავდსახმის შემთხვევაში, თეირანი ისარელს გაანადგურებს. იუწყება სააგენტო  Mehr-ი.

 „თუ აშშ თავს დაგვესხმება, ისრაელი ნახევარ საათში აღარ იარსებებს“, - განაცხადა მან.

მან ტრამპის განცხადებას ირანზე  იერიშამდე ათი წუთით ადრე დარტყმების გაუქმების შესახებ, პოლიტიკური ბლეფი უწოდა.

 „ამერიკელებს რომ ეფიქრათ, რომ მათი იერიში წარმატებული იქნებოდა, არ გააუქმებდნენ მას და ეს აუცილებლად მოხდებოდა“, - აღნიშნა ზონურმა.

პარლამენტარმა განაცხადა, რომ ირანს დამანგრეველი სამხედრო ძალა გააჩნია. მისი აზრით ამერიკის ლიდერის მრჩევლებს ესმით, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმა მარცხით დასრულდება.

ზონურმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის 36-ვე ბაზას თეირანი აკონტროლებს.

უკანასკნელ ხანს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდა. ამერიკის ხელისუფლებამ ირანის ეკონომიკის საკვანძო სფეროების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას ისევ განაგრძობს.

აშშ-ის განმეორებითი სანქციების შემდეგ ირანის ნავთობზე  ყველა მყიდველმა უარი თქვა. შეერთებულმა შტატებმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის საპასუხოდ, თეირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა, ქვეყანას კი „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე