ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 14:25 | 02.07.2019
ნანახია: 680

 

ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან, –განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

„მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან. სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზე, მართლა არ ვხუმრობ. უხერხულია ძალიან. უბრალოდ ამ მოსამართლემ ჩაამატა ის, რაც არ გაახსენდა წინა მოსამართლეს, რადგან წინა მოსამართლე ხომ ამისთვის მზად არ იყო. წინა მოსამართლე იყო მზად, დავეპატიმრებინე. უბრალოდ, ძალიან სწრაფად შეიცვალა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის თავში და ეს სამაჯური გამორჩა და ახლა დაამატეს. უბრალოდ გვითხრეს, ეს სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზეო“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ეს ღონსიძიება  ვერ შეუზღუდავს მას პარლამენტის სხდომებზე დასწრებას.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე