რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გადახედვაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა - თამარ ხულორდავა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 02.07.2019
ნანახია: 632

რამდენადაც ვიცი, რუწეთის მიერ სავიზო რეჟიმის გადახედვაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა,  - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლების საუბარი თამაშს ან დამატებითი ბერკეტების გამოყენების მცდელობას გავს.

„ეს მხოლოდ მათი მხრიდან მისაღები გადაწყვეტილება იყო. რამდენადაც ვიცი, სავიზო რეჟიმის გადახედვაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. მისი მხრიდან ამაზე ახლა საუბარი თამაშს თუ დამატებითი ბერკეტების გამოყენების მცდელობას ჰგავს, რასაც არ უნდა წამოვეგოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველასთან ნორმალური და მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან. ის ურთიერთობა, რაც რუსეთთან გვაქვს, ჩვენი არჩევანი არ არის, მოცემულობაა, რომელშიც ვართ და ამ მოცემულობის შინაარსში ჩვენც კარგად ვერკვევით და რუსეთიც გადასარევად ერკვევა. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მუდმივად სხვადასხვა პრობლემებს ვაწყდებით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესები ეწირება“, – განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში განვითარებულ მოვლენებამდე რუსეთი მზად იყო საქართველოს მოქალქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე