30 ადამიანი დაიღუპა ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად ნიგერიაში

საქართველო, თბილისი - 14:10 | 02.07.2019
ნანახია: 712

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა ნიგერიაში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ბენუეს შტატში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ბენზინმზიდი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ამის შემდეგ ბენზინმზიდს ადგილობრივები მიცვივდნენ და საწვავის შეგროვება დაიწყეს. აფეთქება სწორედ ამ დროს მოხდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე