მაიორკაზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო 800-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

საქართველო, თბილისი - 13:39 | 02.07.2019
ნანახია: 659

ხანძარი გაჩნდა მაიორკაზე ერთ-ერთ სასტუმროში, რის გამოც 800-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ათობით ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა.

ხანძრის შედეგად სასტუმრო Whala Beach-დან, რომელიც ტურისტულ ელ-არენალის რაიონში მდებარეობს, 678 სტუმარი გაიყვანეს, ასვე აუცილებლი გახდა მეზობლად მდებარე სასტუმროდან 136 ტურისტის ევაკუაციაც.

ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა და სტუმრების ნაწილი თავის ნომრებში დაბრუნდა.

ხანძარი შენობის პირველ სართულზე დილის ხუთ საათზე გაჩნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე