მზად ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაგვეუქმებინა - გრიგორი კარასინი

საქართველო, თბილისი - 13:09 | 02.07.2019
ნანახია: 711

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ მოსკოვის რეაქცია იყო მკაცრი, მაგრამ ადეკვატური.

 „საუბარია ასობით ათასი რუსი ტურისტის შესახებ, ჩვენ სხვადასხვა თავზეხელაღებული ქმედების გამო მათ საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ“,- განაცხადა კარასინმა. მისი თქმით, თბილისში განვითარებულ მოვლენებამდე რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავდა და მზად იყო ამისთვისაც, თუმცა მისივე თქმით, რუსეთია უკეთეს დროს დაელოდება.  „ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა და პრინციპში ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. მაგრამ არ გამოვიდა, უკეთეს დროს დაველოდებით“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინიას განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ბრძოლას და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ხალხს ეყოფა მოთმინება და საღი აზრი საკითხს კონსტრუქციულად მიუდგეს.  

 „ჩვენ ველოდებით საქართვლოში სიტუაციის გამოსწორებას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება“, - აღნიშნა კარასინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე