ბრიტანელ ქალს ღრმა დეკოლეტს გამო თვითმფრინავი დაატოვებინეს

საქართველო, თბილისი - 12:06 | 02.07.2019
ნანახია: 1181

ბრიტანელი ჰარიეტ ოსბორნი თვითმფრინავიდან ზედმეტად თამამი ჩაცმულობის გამო გააძევეს. ლაინერი ესპანეთის ქალაქ მალაგადან ლონდონში მიფრინავდა.

ქალს ეცვა სამოსი, რომელსაც ძალინ ღრმად დეკოლტე ჰქონდა, ამასთან ჰარიეტი ბიუსჰალტერის გარეშე იყო. როგორც ის აღნიშნავს, ბორტგამყოლმა მას შეუფერებელი სამოსის გამო დაუყოვნებლივ სალონის დატოვება მოსთხოვა.

ავიაკომპანია EasyJet-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ქალი ასევე შეუფერებლად იქცეოდა. მათი თქმით, ეკიპაჟის წევრებმა ოსბორნს სთხოვეს რამე ჩაეცვა, ქალი დათანხმდა, თუმცა ბორტგამცილებლებს უხეშად მოექცა.

ოსბორნმა ღამე აეროპორტში გაატარა და ბილეთი სხვა რეისზე შეიძინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე