საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 113 ქვეყანაში შეუძლიათ

საქართველო, თბილისი - 11:52 | 02.07.2019
ნანახია: 711

საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში მსოფლიოში 53-ე ადგილზეა.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 113 ქვეყანაში შეუძლიათ.

რეიტინგში აზერბაიჯანი 78-ე ადგილზეა, რომელის მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურით მოგზაურობა მსოფლიოს 66 ქვეყანაში შეუძლიათ, ხოლო სომხეთი 84-ე ადგილს იკავებს, 60 ქვეყანაში მოგზაურობის გამარტივებული პროცედურებით.

ცნობისათვის, Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებსაც გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა 189 ქვეყანაში შეუძლიათ.

გერმანიის, ფინეთისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს გამარტივებული პროცედურის მოგზაურობა 187 ქვეყანაში შეუძლიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე