თვითმფრინავიდან ცხედარი ლონდონის ერთ-ერთი სახლის ეზოში ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 02.07.2019
ნანახია: 1012

ლონდონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თვითმფრინავიდან ცხედარი ჩავარდა. შემთხვევა კელპემის რაიონში მოხდა. ცხედარი ეზოში იმ დროს ჩავარადა, როდესაც იქ მცხოვრები მამაკაცი, მზის აბაზანებს იღებდა. იუწყება "ბი ბი სი". ადამიანის სხეული ციდან მის სიახლოვეს, ერთ მეტრში ჩამოვარდა. ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს, როგორც გაირკვა ცხედარი ავიაკომპანია Kenya Airways-ის შასის განყოფილებიდან გადავარდა, როდესაც თვითმფრინავი ჰითროუს აეროპორტში დაშვებას ახორციელებდა. ლაინერი ლონდონში ნაირობიდან მიფრინავდა.  

სკოტლენდ-იარდში ვარაუდობენ, რომ ცხედარი უბილეთო მგზავრს ეკუთვნოდა. შასის განყოფილებაში, სადაც მამაკაცი იმალებოდა,  აღმოჩნდა წყალი და საკვები. ნაირობიდან ლონდონში ფრენა 9 საათს გრძელდება. მამაკაცის ვინაობა დაუდგენელია.

 

 Ð¾Ñ„фертон роуд в Клэпхэме




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე