Israir Airlines-ის მგზავრმა ბათუმის აეროპორტის Duty Free-ში ნივთები მოიპარა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 02.07.2019
ნანახია: 1152

ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა ავიაკომპანია Israir-ის რეისი შეაყოვნეს.

პოლიციის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე საქართველოდან თელ ავივში ბრუნდებოდა და ბათუმის აეროპორტის Duty Free-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მზის სათვალე მოიპარა. ეჭვმიტანილი აღმოაჩინეს და სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერების საფუძველზე მისი იდენტიფიცირებაც დროულად მოახდინეს.

თვითმფრინავის ბორტზე საკმაოდ ცხელოდა და ამან მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია.

საბოლოოდ პოლიციამ ნაქურდალი ნივთი აღმოაჩინა და Israir-ის ბორტს ფრენის განხორციელების საშუალება მისცა.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე, რაც ქურდობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე